logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე, რაც ფონდმა „ქართუმ“ ქართული თეატრისთვის გააკეთა
- +

14 მაისი. 2021. 20:20

 

„თეატრი გარდერობიდან იწყება, ქვეყნის კულტურა კი თეატრიდან. არ მოვყვები ქართული თეატრის მრავლისმნახველ ისტორიას, რომელშიც ბევრი უდიდესი წარმატება და ბევრი ტრაგიკული ფურცელია.

უბრალოდ ვიტყვი, რომ 90-იანებში მიღებული ტრავმები ნელ-ნელა შუშდება,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ოზურგეთის განახლებული თეატრის გახსნას.

 

მისი თქმით, ბევრი დიდი ქვეყანა იტრაბახებდა ასეთი საგანძურით:

 

„რა თქმა უნდა, მსახიობების, რეჟისორების, თეატრებში მომუშავე ნებისმიერი ადამიანის ერთგულებამ და თავდადებამ გადაარჩინა ქართული თეატრი, მაგრამ არაფრით არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე, რაც ფონდმა „ქართუმ“ ქართული თეატრისთვის გააკეთა.

 

18 წელიწადში აღდგენილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ 13 თეატრიდან ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დღეს თავისი 153-ე სეზონი გახსნა.

 

ბევრი დიდი ქვეყანა იტრაბახებდა ასეთი საგანძურით. ძალიან ბევრი. ჩვენ კი გვაქვს და მუდამ გვექნება,“ - წერს გია გაბრიჭიძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner