logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მაღალი აქტივობის გამო, ვაქცინის ჯავშნების პორტალზე შეფერხება იყო, თუმცა ბაზა გასწორდა და სისტემა გამართულად მუშაობს
- +

14 მაისი. 2021. 21:10

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯავშნების პორტალზე ტექნიკური ხარვეზები იყო, რაც ამ  დროისთვის აღმოფხვრილია.

 

მისივე თქმით, რეგისტრაციის მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შესაძლოა, პერიოდულად მცირე შეფერხება იყოს.

 

„იმუნიზაციის ბაზა ერთ-ერთი დიდი ბაზაა. იქ მარტო კოვიდი არ არის, ბავშვთა იმუნიზაციაც შედის. როდესაც ჩვენ დაავაანონსეთ გახსნა „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაციის გასავლელად, ასევე 45 წლამდე დაიწია ასაკმა „ასტრაზენეკას“ აცრებზე, ბაზას შეექმნა პრობლემები. იმუნიზაციის ბაზიდან ასევე პრობლემა შეექმნა ყველა ჩვენს დიდ ბაზას. ამაზე გუშინ სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა. ბაზა გასწორდა, მუშაობს. შესაძლოა, მცირე შეფერხება იყოს ხოლმე. როგორც წინასწარი ინფორმაცია მაქვს, გუშინწინ საღამოს, 20:00 საათზე იყო დიდი შემოტევა, დაახლოებით 800 000-მდე ერთდროულად შესვლა და დაკლიპვა ბაზაში, რომელსაც ვერ გაუძლო სისტემამ. ახლა სისტემა მუშაობს. გუშინ კონსილიუმი იყო, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენი ცენტრის და კიდევ რამდენიმე სხვა აიტისამსახური მონაწილეობდა, რათა დიაგნოზი დასმულიყო და შეფერხება გამოსწორებულიყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner