logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
- +

14 მაისი. 2021. 23:21

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 216 პირს, მათგან 38-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 225 პაციენტი გარდაიცვალა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 984 შემთხვევა დაფიქსირდა, 13907  ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner