logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ცინიზმია, როდესაც თბილისის ყოფილი მერი ჩივის...
- +

17 მაისი. 2021. 00:23

 

„ცინიზმია ის, რასაც ერთი მხრივ ჩვენი თვალით ვუყურებდით ნიკა მელიას შემთხვევაში, როგორ მოიხსნა მან დემონსტრაციულად სამაჯური და როგორ დაარღვია კანონი. ფაქტობრივად, სახეში ესროლა ეს სამაჯური ქართულ მართლმსაჯულებას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ცინიზმია, როდესაც ჩივის თბილისის ყოფილი მერი, რომელმაც 48 მილიონი ლარის თბილისის ბიუჯეტიდან აღება და საკუთარი კოორდინატორებისთვის დარიგება აღიარა.

 

„ცინიზმია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომ ჩივის საქმეზე, რომელზეც იმავე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, ჩართული იყო სისტემურ და ორკესტრირებულ ქმედებაში. ცინიზმია, როდესაც თბილისის ყოფილი მერი ჩივის, რომელმაც 48 მილიონი ლარის თბილისის ბიუჯეტიდან აღება და საკუთარი კოორდინატორებისთვის დარიგება აღიარა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner