logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან
- +

9 ივნისი. 2021. 15:31

 

 

„როცა ადამიანს არ აქვს არგუმენტები და კითხვებზე პასუხები და თქვენ ნახეთ, გუშინ ის ყველა კითხვას გაექცა, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი, უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას თქვა.

 

მისივე თქმით, გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა და ეს საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკაა.

 

„როცა ადამიანს არ აქვს არგუმენტები და კითხვებზე პასუხები და თქვენ ნახეთ გუშინ ის ყველა კითხვას გაექცა, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი. უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან და რა თქმა უნდა, მას ეს საქციელი უნდა დავუწუნო.

 

მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა და აქ კიდევ ერთხელ ფიქსირდება საეჭვო კავშირები ინტერესთა შორის, მან თქვა, რომ რომც გადალახოს 43%-იანი ბარიერი და მან ზუსტად იცის და მაგიტომაც წამოსცდა, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა და მან თქვა, რომ თუ აიღებს „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს, შესაძლებელია მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, ანუ აქ პირდაპირ ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner