logo_geo
eng_logo
გიტანას ნაუსედა: 14 წელი დაგვჭირდა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ჩვენი მაგალითი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა
- +

10 ივნისი. 2021. 21:58

 

ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს ირგვლივ არსებული გარემოებები – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია. თქვენ უნდა იყოთ ერთიანები, უნდა იპოვოთ გამოსავალი, სხვა შემთხვევაში წინსვლა რთული იქნება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

 

„ყველა გიყურებთ და თუ იქნება შიდა არეულობა, გადაუჭრელი პრობლემები, დაგვიანებული და ნელი რეფორმები, ამ შემთხვევაში რთული იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური პროგრამა. მე მჯერა, რომ თქვენ კვლავ გსურთ და ისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ლიეტუვამ, ქვეყანამ, რომელსაც გვაქვს გამოცდილება, დავუშვით ბევრი შეცდომა, მაგრამ გადავდგით ბევრი ამბიციური ნაბიჯი წინ, გავხდით ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 14 წლის შემდეგ. 14 წელი დაგვჭირდა, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, ჩვენი მაგალითი თქვენთვის ძალიან სასარგებლოა. ჩემი ამოცანაა, რომ დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ, შევასრულოთ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის, როგორიცაა ამ ბანაკში მზის ენერგიის ქარხანა. ეს ძალიან სასარგებლოა აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ ცხელი წყალი. დეკლარაციები მნიშვენელოვანია, მაგრამ ზოგჯერ კონკრეტული პროექტები უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner