logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი მონაკოს სამთავროში საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს, ჯოელ ბუზუს შეხვდა
- +

11 ივნისი. 2021. 00:38

 

საქართველოს პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. 

 

აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner