logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
- +

11 ივნისი. 2021. 02:23

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ანა ჩერნიშოვას შეხვდა.

 

იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა, რაც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მჭიდრო პარტნიორობას გულისხმობს. იუსტიციის მინისტრის თქმით, დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება სერვისების გაციფრულების კუთხითაც.

 

„ვფიქრობ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობას და თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

 

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ იუსტიციის მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner