logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილის პასუხი მამუკა ხაზარაძის გამოსვლაზე: ბატონი მამუკა ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში
- +

12 ივნისი. 2021. 00:22

 

 

 ბატონი მამუკა [ხაზარაძე] ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლის დროს.

 

 „ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევადაროთ და ვნახოთ, რომ საგადასახადო დაბეგვრის ნაწილი სათამაშო ბიზნესში,  არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თუ შევადარებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ასევე როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, ადამიანისგან, რომელიც არ ენდობოდა საკუთარი კომპანიის  მიერ დაფუძნებულ ბირჟას  და არ ახდენდა აქციების საკუთარ ბირჟაზევე გამოშვებას, ძნელია მიიღო შენიშვნა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მაშინ როცა ჩამოვთვალეთ, რა ნაბიჯებია გადადგმული ამისთვის“, - განაცხადა ფინანთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner