logo_geo
eng_logo
ელისაბედ მეორემ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უმასპინძლა
- +

12 ივნისი. 2021. 10:20

 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს კორნუოლის საგრაფოში მდებარე ბოტანიკურ ბაღში, „ედემში“ უმასპინძლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

95 წლის მონარქის გარდა, მიღებას მისი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი მეუღლესთან, კამილასთან ერთად, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია – უილიამი და ქეითი ესწრებოდნენ.

 

პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა გამართა დედოფალთან ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის რიგით მე-13 პრეზიდენტია ელისაბედ მეორეს 69-წლიანი მმართველობის პერიოდში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner