logo_geo
eng_logo
ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველი შეხვედრა გაიმართება
- +

12 ივნისი. 2021. 10:32

 

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მსვლელობისას მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომის კარგი მაგალითი გახდება, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაცია - ეფექტიანი ფორმატი მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს ნამახვანჰესის პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებენ უწყებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner