logo_geo
eng_logo
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
- +

12 ივნისი. 2021. 11:04

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 283-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 202 314-მა მოქალაქემ გაიარა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner