logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ
- +

12 ივნისი. 2021. 11:52

 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნდეს და მას პირადად შეხვდეს.

 

მეუფე იაკობმა თქვა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს „ვერაფერს უბედავდა“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოუწოდა, „ბელადომანიას მოეშვან“.

 

„მე, ვთქვათ, ცუდად მოვიქეცი, რომ გინდა ისევ ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ ასე გვეუხეშები, მაგან კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. ახლა იქ დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს… მერე ის გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა… გაქცეული რომ ხარ ახლა, რა ვქნა, რა… ბელადომანიას უნდა მოეშვათ. ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს, მაგანაც თავი დაანებოს და მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს“, – თქვა მეუფემ.

 

მანვე აღნიშნა, რომ სანამ დაუპირისპირდებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაიხსენონ, „რატომ წააგეს არჩევნები 2012-2013 წლებში“.

 

„მოსვლა უნდათ და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ თავში. მე რომ ასე დამიწყებენ, გაიხსენონ, 2012-ის, 2013-ის არჩევნები რატომ წააგეს?! დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ, სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ, ბატონო, მაგრამ თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად.

 

ახლა რა გგონიათ, თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. ეგენი კიდე გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს, ვაჟკაცურად მოიქცა, დარჩა. რომ გარბის და იქიდან რომ მელაპარაკება, ლენინია ფინეთში? დამიპირისპირდნენ და რასაც მოიგებენ, ვნახოთ რა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner