logo_geo
eng_logo
შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს
- +

12 ივნისი. 2021. 16:33

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელიც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

 

„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სტიმულები მივცეთ სამედიცინო დაწესებულებებს. დღესაც და გუშინაც, აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. ამირან გამყრელიძე აჭარასა და გურიაში შეხვედრებს მართავს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner