logo_geo
eng_logo
კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
- +

12 ივნისი. 2021. 17:42

 

 

კრწანისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

 

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner