logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი
- +

12 ივნისი. 2021. 17:42

 

„რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ყველას მიერ პატივცემული პირველი ინსტიტუცია საქართველოში. გუშინ, ჩვენს გუნდს შეხვედრა გვქონდა მეუფე დიმიტრისთან, აჭარის ეპარქიის მეუფესთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მეუფე დიმიტრი აიცრა საჯაროდ და რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ საპატრიარქოსთან და ჩვენს ეკლესიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ის რომ ვიღაც ერთეულმა რაღაც თქვა, ვერ გავუკეთებთ ექსტრაპოლირებას ყველაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner