logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი
- +

13 ივნისი. 2021. 12:36

 

„ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

 

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენი მხრივ, ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ. რაც არის განსაზღვრული NATO-ს წინა ​სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში, ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner