logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

13 ივნისი. 2021. 14:18

 

თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ,  საკრებულოს წევრებთან ერთად, ვერეს ხეობაში  13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ტყემალაძემ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

 

„ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. 2015 წლის, 13 ივნისი  ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო სტიქიის ღამე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.  მინდა, პატივი მივაგო გარდაცვლილთა  ხსოვნას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გარდაცვლილებს შორის იყო მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომლის თავგანწირვამაც ადამიანების სიცოცხლე იხსნა, თავად კი, სამწუხაროდ, დაიღუპა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. იგი 13 ივნისის სტიქიის გმირია.

 

გარდა ამისა, 13 ივნისის სტიქიამ დაგვიტოვა დანგრეული ინფრასტრუქტურა, რომლის სწრაფად აღდგენაც ახალგაზრდა მოხალისეთა დიდი ჩართულობით და ერთმანეთის გვერდით დგომით მოხდა. ეს იყო  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და  ერთიანობის არნახული მაგალითი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ გვაჩვენა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქალაქის ასეთი სიყვარულისთვის“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner