logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ვაშინგტონს და რუსეთს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ მსოფლიო წესრიგის წესებზე
- +

19 ივნისი. 2021. 02:01

 

 

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მნიშვნელობაზე და ზოგადად, აშშ-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობების თაობაზე, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ,  ვიქტორ ყიფიანმა  “ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა:

 

„აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების მაღალი რანგის შეხვედრა შეხვედრათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შედეგი მიღწეულ შეთანხმებათა თვალსაზრისით ან დიდია ან კიდევ მისი ხელშესახები შედეგი, პრაქტიკულად, არაფერია.

მიმაჩნია, რომ ასეთი ერთობ უჩვეულო დახასიათება 16 ივნისის სამიტს განსაკუთრებულად პასუხობს.

 

სამიტისაკენ მიმავალ გზაზე ორმა ლიდერმა არაერთი მწვავე განცხადება თუ მოსაზრება გაცვალა ერთმანეთში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმ მეტად არასახარბიელო მდგომარეობაზე, რაშიც დღესდღეობით აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებია.

 

ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური ახსნა აქვს. ობიექტურზე საუბრისას გავიხსენოთ ის თემები, რომელთა ირგვლივაც ამერიკული და რუსული ინტერესების აცდენა აბსოლუტურად გასაგებია და კანონზომიერია.

 

მართალია, მათი ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ ერთ განზოგადოებულ ჩარჩო დახასიათებაში ყველას უთანხმოების მოქცევა შესაძლებელია - ვაშინგტონს და რუსეთს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ მსოფლიო წესრიგის წესებზე, ისევე როგორც ამა თუ იმ გლობალური თუ რეგიონალური გამოწვევისა და პრობლემისადმი მიდგომაზე. მეტიც - ეს განსხვავებები იმდენად კარდინალურია, რომ მათი განჭვრეტად მომავალში აღმოფხვრა პრაქტიკულად დაუძლეველი ამოცანაა.

 

ასეთ შეუძლებლობაზე საუბრისას მახსენდება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თანმდევი ერთი მეტად სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც „სტრატეგიული კონკურენციის მართვას“ უკავშირდება.

 

ვფიქრობ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ახლო მომავლის კომუნიკაციად სწორედ აღნიშნული „მართვის“ რეჟიმში წარიმართება. არსებულ ობიექტურ ფონს ერწყმის პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის ინდივიდუალური თვისებები, მათი მართვის სტილი და, გნებავთ, მსოფლმხედველობა, - რაც კიდევ უფრო გამოარჩევს მათ შორის შეხვედრისა და დიალოგის უნიკალურობას.

 

ლიდერთა სუბიექტივიზმი ყოველთვის საგანგებო დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან ის რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კურსი და ხელმძღვანელობის მიერ სამყაროს აღქმა ერთიმეორეს ორგანული გაგრძელებაა, პრაქტიკულად ჩვენი დროის აქსიომაა.

 

ხოლო იოლი პირადი ფაქტორის გაათმაგებული გავლენა იოლი წარმოსადგენია მაშინ, როცა საუბარია აშშ-სა და რუსეთის ფედშემეთხვევაშირაციის ხვედრით წილზე გლობალურ ურთიერთობათა სისტემის ტრანსფორმირებაში, ამ სისტემის ფარგლებში მოქცეული სხვა ფიგურანტების აწმყოსა და ამავე სისტემაში მათ სამომავლო პოზიციონირებაზე“, - განაცხადა ყიფიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner