logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა
- +

20 ივნისი. 2021. 00:38

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

„ჩვენ ყველა ვხელმძღვანელობთ ქვეყნის კანონმდებლობით. პატივს ვცემთ ქვეყნის მთავარ კანონში ჩადებულ ფუნდამენტურ უფლებებს. შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს ამით სარგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და პროცესის ფარგლებშიც, რომელიც დაკავშირებულია უზენაეს სასამართლოსთან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი თანმიმდევრულია და შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია უზენაეს სასამართლოსთან.

 

 „შარლ მიშელის დოკუმენტში არის ჩანაწერი სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც უკავშირდება უზენაეს სასამართლოს. ეს რეკომენდაციები „ქართული ოცნების“ გუნდმა დავაინიციერეთ და მივიღეთ. რეკომენდაციები შეეხებოდა, საბჭოს კანდიდატების პარლამენტში წარდგენას სწორედ სარეიტინგო შეფასების მიხედვით. კენჭისყრა საბჭოში უნდა ჩატარებულიყო ღიად და მესამე საკითხია გასაჩივრების მექანიზმების არსებობა. ეს სამივე კომპონენტი რომელიც ვენეციის კომისიამ რეკომენდაციის სახით მოგვცა და რომელიც აისახა შარლ მიშელის დოკუმენტში შესრულებულია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner