logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე იტალიაში სოლო კონცერტებს მართავს
- +

20 ივნისი. 2021. 21:34

 

„ელისო ბოლქვაძე დიდი ხელოვანია და მისი განსაკუთრებული ნიჭიერება ცნობილია მუსიკალურ სამყაროში. იგი მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში იყო მიწვეული სოლო და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. მჯერა, რომ დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იგი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის იმპრესარიო ალესანდრო პანეტო ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტს ალბას საერთაშორისო ფესტივალზე.

 

Ferrero-ს ფონდის პრეზიდენტმა, მარია ფერერომ ქართველი პიანისტი 2022 წლის ფესტივალის გახსნით კონცერტზე უკვე მიიწვია.

 

„რამდენიმე დღის წინ ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტი ალბას საერთაშორისო ფესტივალზე ნამდვილი ტრიუმფი იყო. ფესტივალი იტალიის ერთ-ერთ უნიკალურ, ბაროლოს რეგიონში იმართება იუნესკოს მაღალი პატრონაჟით და Ferrero-ს ფონდის დაფინანსებით. ფესტივალზე ყოველწლიურად მოწვეულნი არიან საერთაშორისო დონის ცნობილი მუსიკოსები და ორკესტრები.

 

ფონდის პრეზიდენტის, ქალბატონი მარია ფერეროს თხოვნით, ქართველი პიანისტი ისევ მიწვეულია 2022 წელს მომავალი ფესტივალის გახსნით კონცერტზე.

 

საქართველო ულამაზესი სილამაზით გამორჩეული პატარა ქვეყანაა და მისი უნიკალური კულტურა და ისტორია მსოფლიომ უფრო მეტად უნდა გაიცნოს. ელისო ბოლქვაძე კი ნამდვილად გახლავთ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი და ამბასადორი“, - აღნიშნავს ალესანდრო პანეტო. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner