logo_geo
eng_logo
როგორია კოვიდვაქცინაციის დღიური მაჩვენებლები საქართველოში მარტიდან დღემდე. ამირან გამყრელიძის განმარტება
- +

22 ივნისი. 2021. 11:51

 

 

„ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორივე დოზით - 84 756. თუ მარტში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი გვქონდა 450, აპრილში - 1 200, მაისში - 3 500, ივნისის პირველ ათ დღეში - 6 ათასამდე, დღეს გვაქვს 4 800“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თმით, მომდევნო თვეებში, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული ვაქცინების რაოდენობა, დაახლოებით, მილიონი დოზა იქნება.

 

„თანდათან, ქვეყანა, ივლისის დასაწყისიდან, გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 20 ათასი მაინც უნდა გვქონდეს, რათა მიზნამდე მივიდეთ. დღეს ქვეყანაში 280-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს. უკვე დამთავრებულია მუშაობა დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, ასევე, შერჩეულია ადგილები, სადაც ეს სივრცეები შეიძლება განთავსდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner