logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა ივლისის თვიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება
- +

22 ივნისი. 2021. 12:21

 

 

„საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა ივლისის თვიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება, რადგან საწოლების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე, საბედნიეროდ საჭირო აღარ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 3225 საწოლია თავისუფალი. თამარ გაბუნიამ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ივლისიდან მილიონ დოზას ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner