logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა
- +

23 ივლისი. 2021. 15:58

 

იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში. ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს, რათა ქვეყანა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხისა და შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საჭიროების შესაბამისად, ჯანდაცვის უწყება განაგრძობს ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციას.

ამასთან, კოვიდის