logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიზეზები დაასახელა
- +

23 ივლისი. 2021. 17:03

 

„მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებთან შედარებით, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მატულობს, რამდენიმე დღის წინ ერთ დღეში 11 ათასი ადამიანი იყო ვაქცინირებული, ეს ციფრი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ სამიზნე მაჩვენებელს რაც ჩვენ გვჭირდება წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„5 ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ეს ტემპი ნამდვილად დაბალია. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ახლავს და სუბიექტურიც. ობიექტური ის, რომ ჯერჯერობით ი ვაქცინა, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია ქვეყანაში არ შემოსულა დიდი რაოდენობით და ჩვენ 24 ივლისს ველოდებით 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ შემოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სუბიექტური მიზეზებია პირველ რიგში მიზანმიმართული მოლოდინი „ფაიზერის“ ვაქცინის და მეორე რიგში მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ჩაიტაროს თუ არა ვაქცინაცია. მომავალი კვირა, როცა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა რეგიონში „ფაიზერის“ ვაქცინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაცხადა, 37 სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში. ყველა რეგიონი მზადაა იმისთვის, რომ კვირაში 7 დღის განმავლობაში მომსახურება გაუწიოს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ თუ ჩვენ მომავალ კვირას მივაღწიეთ ამ სამიზნე მაჩვენებელს - 15-20 ათასი ვაქცინირებული ყოველდღიურად, თუ ვაქცინების მოწოდების პროცესში ხარვეზი და შეფერხება არ იქნება, ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ და ვიტყვით, რომ ქვეყანაში პანდემია უკვე დასრულდა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, არის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელიც პანდემიის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთების უფლებას მოგვცემს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner