logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ბავშვების ინფიცირებისაგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია
- +

23 ივლისი. 2021. 17:37

 

„ზაფხულის პერიოდში, როცა ყველაზე მეტი მობილობა გველის, ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„თუ ოჯახის წევრები ვაქცინირებული არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. ძალიან ცოტაა ახლა ორგანიზებული ჯგუფები და დახურულ სივრცეში კონტაქტები. ყველაზე მეტი კონტაქტი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ესაა საოჯახო-საყოფაცხოვრებო კონტაქტები. ამიტომ ჩვენ, როდესაც ჩვენ ცოტახნის წინ გვქონდა სლოგანი „აიცერი და დაიცავი“ ეს ყველაზე კარგადაა მორგებული ახლანდელ რეალობასთან: თუ სენ აიცრები დაიცავ შენი ოჯახის წევრებს, დაიცავ შენ შვილსა და შვილიშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ პრაქტიკულად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მატება ინფექციის იმდენად მაღალია, რომ საქართველო უკვე შესულია წითელ სიაში, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და ამას შესაძლებელია, მხოლოდ ვაქცინაციის მაჩვენებელი დავუპირისპიროთ. „თუ ახლა გაიკეთებთ ვაქცინას, თქვენი იმუნური სისტემა საბოლოო მყარ და მაქსიმალურ პასუხს გამოიმუშავებს 5 კვირის შემდეგ. საქართველოში შემოსული ვაქცინები სამი კვირის და ორი კვირის შუალედით კეთდება. ამ 5 კვირის განმავლობაში ადამიანი არაა დაცული, რადგან ერთჯერადი ვაქცინაცია არაა ეფექტური. ორჯერადი ვაქცინაციის შემთხვევაში ეფექტურობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

ცნობილია, რამდენი ბავშვი დაინფიცირდა საქართველოში COVID-19-ით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე

right_banner right_banner
არქივი
right_banner