logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას
- +

26 ივლისი. 2021. 19:10

 

 

„დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათ რაოდენობის ზრდას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უნრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ეროვნული პარკები ხასიათდება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური მნიშვნელობის სასიცოცხლო უბნებად.

 

„საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: კოლხეთის ეროვნულ პარკს, მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა,

 

გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეროვნული პარკები ხასიათდება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური მნიშვნელობის სასიცოცხლო უბნებად. კოლხეთის დაბლობი არის იმ მნიშვნელოვანი სახეობების თავშესაფარი, რომელიც გამყინვარების პერიოდს გადაურჩა. რაც ცხადყოფს მის უნიკალურობას ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

 

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათ რაოდენობის ზრდას“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

 

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner