logo_geo
eng_logo
პარლამენტმა  პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
- +

26 ივლისი. 2021. 20:24

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მიიღეს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მიეცემა შესაძლებლობა, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დააფუძნონ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები.

 

„კანონპროექტის მიღება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად, მოქნილად და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გახადოს პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

 

აღნიშნული კომპეტენცია  მუნიციპალიტეტებს აქვთ, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებს - არა, რაც დეპუტატებმა მოქმედ კანონმდებლობაში საკანონმდებლო ხარვეზად მიიჩნიეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner