logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი UNESCO-ს გადაწყვეტილებაზე: აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
- +

26 ივლისი. 2021. 21:49

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ტერიტორიების UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეყვანას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

 

„აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, - წერს ზურაბიშვილი.

 

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner