logo_geo
eng_logo
გრეგორი კარასინი: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა
- +

28 ივლისი. 2021. 23:06

 

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა.

 

"მზად ვართ ეს საკითხი [ავიამიმოსვლის განახლება] განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება", - განაცხადა კარასინმა.

 

კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

 

"ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა კარასინმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner