logo_geo
eng_logo
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი
- +

29 ივლისი. 2021. 19:38

 

 

საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი სერვისი სწორედ ჩართული მხარეებისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით დანერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საჩივრის ელექტრონულად წარდგენის (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში) პროცედურებს დეტალურად გაეცნენ. 

 

ისინი ასევე გაეცნენ განახლებულ ინფორმაციას - თუ როგორ ხორციელდება ელექტრონული განაცხადების წარდგენა მათი დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში. 

 

საარჩევნო პერიოდში მედია აკრედიტაციის მისაღებად ზემოაღნიშნულ საკითხზე დღესვე შეხვედრა შედგა მედიაორგანიზაციებთან. მათ დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენად იოლი და გამარტივებულია მათი წარმომადგენლებისთვის ელექტრონულად აკრედიტაციის მიღება არჩევნების ეფექტურად გაშუქებისთვის.

 

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვას, პროცედურების გამარტივებას საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და რა თქმა უნდა, მათთვის უსაფრთხო, სანდო და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner