logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული
- +

30 ივლისი. 2021. 00:16

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

ევაკუაცია მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში მიტოვებული ჩანთა აღმოაჩინეს.  ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.

 

შსს-ს ინფორმაციით, რამე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა და აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით, მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადეს შსს-ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner