logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს, თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება
- +

31 ივლისი. 2021. 23:17

 

 

„თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს. თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„როდესაც შეუძლებელია კოალიციის ჩამოყალიბება, ქვეყანა ხელოვნურად კრიზისში არ უნდა შეიყვანო. ბუნებრივია ორ ან ოთხ თვეში ჯანსაღი კოალიციის პერსპექტივის კონტურები არ გამოიკვეთება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით განვითარდება. ამაზე გავლენას მოახდენს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც. პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს, ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ მათი ჯამური ელექტორატი არის 10 პროცენტი. 10%-თან შეთანხმებას არ შეუძლია უზრუნველყოს პოლარიზაციის შემცირება ფუნდამენტური. ამ ხელმომწერებშიც კი იყო „ლელო“, რომელიც სისტემატურად არღვევდა შეთანხმებას. საარჩევნო რეფორმას არ დაუჭირეს მათ მხარი. ასე ვითარებაში შეთანხმებაში დარჩენას არავითარი ლოგიკური აზრი არ ჰქონდა.“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner