logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს
- +

1 აგვისტო. 2021. 00:37

 

 

„გასაგებია, რომ პანდემიის მართვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს,“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არსებულ სიტუაციას ჯანდაცვის სექტორი კარგად მართავს, თუმცა ადამიანები რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ. ცერცვაძემ ასევე ოპონენტები გააკრიტიკა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო პანდემიის წინააღმდეგ სათანადოდ ვერ მოქმედებს.

 

„მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი ძალიან კარგად უმკლავდება ამ უდიდეს გამოწვევას. ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევები, მხედველობაში არ მაქვს ერთეული კურიოზული შემთხვევები, რომ სასწრაფომ დაიგვიანა, ან ოჯახის ექიმის გარეშე დარჩა პაციენტი, ან კოვიდკლინიკისა და კოვიდსასტუმროს გარეშე, ვისაც სჭირდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა დამატებითი საწოლების მობილიზება და კიდევ და კიდევ უმატებს დამატებით საწოლებს. მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს იწუნებენ. ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკური ჯგუფი, მთავრობა არ მუშაობს კარგად. „იცით, ეს ასე უნდა გაეკეთებინათ. უნდა მოეხდინათ მობილიზაცია საწოლების, აპარატურის, მედიკამენტებისა და სხვა“.

 

ჯერ ერთი, ეს ყველაფერი მომარაგებულია და არცერთ რგოლში ჩავარდნა არ ყოფილა. მერე რა, იტყვიან ოპონენტები, ეს ასეც უნდა იყოს. სახელმწიფო ვალდებულია. ჩვენ არ ვართ ვალდებული დავიცვათ წესები და როგორმე უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს დიდი რაოდენობით დაავადებულთა რაოდენობა. სახელმწიფომ უნდა მოგვიაროს. გასაგებია, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი პანდემიის მართვაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner