logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პროფესიონალები ყოველდღიურად ზრუნავენ თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
- +

1 აგვისტო. 2021. 13:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, მათ პირადად მიულოცა დაარსების დღე და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

 

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს, პროფესიონალებს პარლამენტის მხრიდან აქვთ დიდი მხარდაჭერა იმისათვის, რომ პირნათლად შეასრულონ ის საქმე, რასაც ემსახურებიან და რითაც იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო. მათი როლი უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. პარლამენტის მხრიდან და დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქის მხრიდან მათ აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ პირნათლად შეასრულონ ის საქმე, რომელსაც ემსახურებიან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner