logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ტაბატაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
- +

1 აგვისტო. 2021. 15:00

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩართულია ბრძოლაში ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხების დასაძლევად, როგორიცაა: ტერორიზმი, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაული“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

 

როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, პირველ აგვისტოს ექვსი წელი შესრულდა, რაც წარმატებულად გატარებული რეფორმის შედეგად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

 

„დღეს იგი გვევლინება დასავლურ, მაღალი სტანდარტის სპეცსამსახურად და შეფასებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩართულია ბრძოლაში ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხების დასაძლევად, როგორიცაა: ტერორიზმი, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაული. ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეები და კიბერუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ყოველთვის მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მინდა ეს დღე მივულოცო სამსახურის სრულ შემადგენლობას და ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული თანამშრომლების წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner