logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის
- +

1 აგვისტო. 2021. 15:49

 

 

დეპუტატი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან:

 

„დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, რაც ამ სამსახურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მინდა, ეს დღე მივულოცო ყველა თანამშრომლებს და განსაკუთრებით, გამორჩეულ პროფესიონალს და პატრიოტ ადამიანს - გრიგოლ ლილუაშვილს“, - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner