logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირნათლად ასრულებს მის ფუნქციებს და მოვალეობებს
- +

1 აგვისტო. 2021. 15:50

 

 

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს - ჩვენი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პროფესიონალებს“, - ამ სიტყვებით ულოცავს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი რესან კონცელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პროფესიულ დღეს.

 

რესან კონცელიძე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

 

„2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და დღემდე პირნათლად ასრულებს მის ფუნქციებს და მოვალეობებს.

 

სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რაც ამ თანამშრომლობის ყოველდღიურ ხასიათში ვლინდება. ჩვენი მხრიდან, სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას აქვს სრული მხარდაჭერა.

 

ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს - ჩვენი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პროფესიონალებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, - აღნიშნავს რესან კონცელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner