logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ახალი ქართული წიგნი - საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
- +

1 აგვისტო. 2021. 17:25

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ახალი ქართული წიგნი - საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

 

  1. გამომცემლობა „ინტელექტი“, მარიამ წიკლაური, „რისკჯგუფი“;
  2. გამომცემლობა „ინტელექტი“, ნატო დავითაშვილი, „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“;
  3. გამომცემლობა „მწიგნობარი", ბაღათერ არაბულის ახალი პოეტური კრებული;
  4. „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო", „თავადის ქალი მუნდირში“, მემუარები, ქართული ვერსიის გამოცემა“;
  5. გამომცემლობა „საარი", ირმა გურიელის საავტორო კრებული „საქართველო, სიმღერავ ჩემო“;
  6. გამომცემლობა „საარი", თემურ ჩალაბაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ორტომეული“;
  7. გამომცემლობა „დიოგენე“, ირმა ტაველიძის ახალი რომანი;
  8. გამომცემლობა „დიოგენე“, მინდია არაბულის მოთხრობების სადებიუტო კრებულის გამოცემა“;
  9. გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“, „დიქტატურის გემო“;
  10. გამომცემლობა „უნივერსალი", ამირან არაბული, „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (ფოლკლორულ-ლიტერატურული წერილების კრებული);
  11. გამომცემლობა „უნივერსალი", ეთერ თათარაიძე, „ბერდიაცები" (ფილოსოფიური ლირიკა);
  12. გამომცემლობა „წიგნი+ერი", გიორგი სავანელი, „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“.

 

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს; კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროს 25-მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner