logo_geo
eng_logo
გენადი ბალანჩივაძე „ნაცმოძრაობაზე“: 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს
- +

1 აგვისტო. 2021. 18:45

 

 

„ნაცმოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ერთი დღე“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე.

 

მისი თქმით, პარადოქსი ისაა, რომ 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ ისინი იყენებენ კომპრომატად.

 

„ნაცმოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ერთი დღე. მაისურს რაც შეეხება, წყალტუბოს გამგეობაში ვმუშაობდი და დამავალეს. არ ჩავიცვამდი და დიდი შანსი იყო, დავეჭირეთ - პირდაპირი გაგებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. პარადოქსი ისაა, რომ 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ ისინი იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner