logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი გრძელდება
- +

1 აგვისტო. 2021. 19:24

 

 

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი გრძელდება

 

დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები ექვემდებარებიან მონიტორინგს.

 

წელს სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.

 

„ერთოთახიან ბინებზე მონიტორინგი უტარდებათ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა, ოროთახიან ბინებზე - 4 ან მეტი ქულა, სამოთახიან ბინებზე - 2,5 ან მეტი ქულა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი ოჯახები 9,5 ქულის ნაცვლად, 5 ქულიდან გადამოწმდებიან“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner