logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია კვლავ ემალება თავის პასუხისმგებლობას და ცდილობს, შეთანხმების ჩაშლა სხვა მხარეებს გადააბრალოს
- +

1 აგვისტო. 2021. 22:17

 

 

„ოპოზიცია კვლავ ემალება თავის პასუხისმგებლობას და ცდილობს, ის ფაქტი, რომ მათ ჩაშალეს და ხელი შეუშალეს ამ შეთანხმების განხორციელებას, სხვა მხარეებს გადააბრალონ,“ - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისა განუცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიციას შეეძლო, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის და მშვიდი პოლიტიკური გარემო გარანტირებულად ჰქონოდა.

 

„ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები სამი თვის განმავლობაში მათ მოვუწოდებდით, რომ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე და თუ მათ სურდათ, რომ გარანტირებულად ჰქონოდათ საქმიანი და მშვიდი პოლიტიკური გარემო, რისთვისაც ჩვენ ამ შეთანხმებას შევუერთდით და მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, მათ შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ. ერთადერთი, დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ოპოზიცია კვლავ ემალება თავის პასუხისმგებლობას და ცდილობს, ის ფაქტი, რომ მათ ჩაშალეს და ხელი შეუშალეს ამ შეთანხმების განხორციელებას, სხვა მხარეებს გადააბრალონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner