logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო
- +

1 აგვისტო. 2021. 22:35

 

 

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განმარტა რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა მმართველ პარტიას 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა. ამ თემაზე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

 

„ეს გადაწყვეტილება იყო ერთხმად მიღებული, როგორც პოლიტსაბჭოში, ასევე შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატშიც. ეს იყო საერთო აზრი. რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, პლუსებსა და მინუსებზე ყოველთვის არის მსჯელობა.

 

რადგან უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, პლუსებზე გავამახვილებ ყურადღებას. პლუსი არის ძალიან მარტივი - ქვეყანა დამშვიდდება ამ გადაწყვეტილებით, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი. თქვენ ხედავდით რომ დაწყებული ჰქონდა უკიდურესი პოლარიზაციისკენ სხვლა მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“, ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის საკუთარ მედიასაშუალებებს და ეს ქმნიდა საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ გვეფიქრა პოლარიზაციის უმაღლეს ხარისხზე, რასაც ისინი შექმნიდნენ ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner