logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძემ განმარტა როგორ მიიღო საქართველომ საჩუქრად 10 ათასი ფლაკონი „რემდესივირი“
- +

1 აგვისტო. 2021. 22:48

 

 

„იმედის კვირამ“ თენგიზ ცერცვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მედიკამენტების შეძენას, კოვიდპაციენტების მკურნალობას, საწოლფონდსა და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა.

 

კერძოდ, საუბარია „რემდესივირზე“, რომელიც საქართველომ საჩუქრად მიიღო. ცერცვაძე ჰყვება, როს მას შემდეგ, რაც მედიკამენტი ბაზარზე დეფიციტური გახდა, მწარმოებელ კომპანია Gilead-ს თხოვნით მიმართა ხელმისაწვდომ ფასად მის შესყიდვაში დახმარებოდა.

 

„მოხდა სასწაული. ორ დღეში მოიწერა წერილი, სადაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი ღვაწლი (C ჰეპატიტის) ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში და „ჩვენ კარგად ვიცით თქვენი პირადი როლიც ამ პროგრამის შესრულებაში და გამონაკლისის სახით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მივაწოდოთ 10 ათასი ფლაკონი „რემდესივირი“, - იხსენებს ცერცვაძე.

 

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამის დამადსტურებელ წერილსაც აქვეყნებს, მათთვის, ვინც აცხადებს, რომ ქვეყანამ პრეპარატი კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო.

 

„4 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი მოუპოვო ქვეყანას, არა რაღაც სიმბოლურ ფასად, არამედ საჩუქრად. რამდენად უზნეო უნდა იყო, რამდენად ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ის შემოსულია კორუფციული კავშირებით? და თან ვისზე? ჩემზე, ადამიანზე, რომელსაც სიცოცხლეში ხელფასის გარეთ 1 თეთრი არ მაქვს მიღებული. ჩემი ყველაზე მოძულე ოპონენტიც ვერ დაადასტურებს საწინააღმდეგოს, ყველამ იცის, რომ დღესაც, ყველა ჩემი კონსულტაცია არის უფასო“, - აცხადებს ცერცვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner