logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ეპიდსიტუაციის მართვა - ამისთვის, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს
- +

2 აგვისტო. 2021. 11:25

 

 

„ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის 6 თვის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. ეს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ეკონომიკის ზრდისა და ეპიდვითარების სამართავად.

 

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, ახალი პროექტების დაფინანსებას. ამისთვის, ქალბატონი ნათია თურნავა დღეს განახლებულ პაკეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენთვის საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ეპიდსიტუაციის მართვა. ამისთვის, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა 18.7 პროცენტის, მეორე კვარტალში - 29.8 პროცენტის, ხოლო მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში - 12 პროცენტზე მეტ ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner