logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის
- +

2 აგვისტო. 2021. 11:26

 

 

„ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის და მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ყველაფერს სწორი გამოყენება და მოსახლეობასთან სწორი ახსნა სჭირდება.

 

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის და ზოგადად ამ სიტუაციის გადარჩენის გზა. ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებსა და შეზღუდვებს. ამიტომ, ერთის მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია და ასევე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner