logo_geo
eng_logo
დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში ამხელს
- +

2 აგვისტო. 2021. 13:25

 

 

„ინფორმაცია დამალეს, სკანდალი აღარ გამოუვიდოდათ“, - დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში“ ამხელს. კობა მურადაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერობის კანდიდატად წარადგინა. სწორედ მასზე იყო საუბარი „ტვ პირველის“ გადაცემაში, სადაც მურადაშვილის მიმართ გამოითქვა ბრალდება, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაითხოვეს თითქოსდა „სკანდალის“ გამო. კობა მურადაშვილი აღნიშნულ საკითხს „კვირასთან“ მცირე ინტერვიუში გამოეხმაურა.

 

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ინტერვიუში ვუთხარი, რატომ წამოვედი სამსახურიდან, მალე გაიგებთ-მეთქი... მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე დღეა მერობის კანდიდატების სიები მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, სიუჟეტში ეს ამბავი არ მოხვდა! რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ პრიმიტიულ ტყუილს საფუძველი გამოეცლებოდა! ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი მათი მხრიდან“, - განაცხადა მურადაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner