logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ისე რჩება
- +

2 აგვისტო. 2021. 13:25

 

 

„მიუხედავად კორონავირუსისა, ვხედავთ, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში. ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა არის საშუალოდ 70-80%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

 

მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთივე ინდიკატორია ლარის სიმყარე, რომ ტურიზმი ცოცხლდება და ვითარდება.

 

„რაც შეეხება სამოგზაურო შეზღუდვებს, თუ გადაამოწმებთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ეს ეხება კოვიდ-შეზღუდვებს, რაც კავშირშია მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებასთან - ხან იზრდება და ხან მცირდება ეს საფრთხე. გარდა ამისა, მათი გაფრთხილება მოგზაურობისთვის ტრადიციულად ასევე უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, გეტყვით, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ისე რჩება. ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები არ გამოირიცხება არა თუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში დროდადრო. მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა დაგმობილია ჩვენგან, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს იმიჯს და ასეც იქნება“, -- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner