logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ და უნდა ვეცადოთ, რომ წესები დავიცვათ
- +

12 სექტემბერი. 2021. 13:44

 

 

„განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეპიდსიტუაციის გაუარესების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ამიტომ, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია.

 

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner