logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს
- +

12 სექტემბერი. 2021. 14:36

 

 

„რეფერენდუმი არ ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად იქნება“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დასმულ კითხმით,  იმის შესახებ, არის თუ არა მოახლოებული არჩევნები რეფერენდუმი.

 

მისი თქმით, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, 2024 წელს.

 

„რეფერენდუმი არ ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად იქნება, როგორც ხედავთ, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ ხალხს გავაგებინოთ, თუ რას გავაკეთებთ, რა გამოწვევები და სირთულეები გვაქვს.

 

ეს არის ადგილობრივი არჩევნები, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა პროცენტიც უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ის ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, 2024 წელს. შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner